ოკუპირებულ სოხუმში, ჰუმანიტარული კვლევების ისტორიულ შენობაში ხანძარი გაჩნდა, ინფორმაციას სპუტნიკი ავრცელებს.
ამ დროისთვის შენობაში ხანძარი ლოკალიზებულია.
„კვამლი რჩება, ხანძარი სრულად ჩაქრება“, – განაცხადა სოხუმისა და სოხუმის რეგიონის დაცვის PSO-ს ხელმძღვანელმა თემურ კვიცინიამ.
ხანძარი მეორე სართულის ერთ-ერთ ოთახში გაჩნდა. მსხვერპლი არ ყოფილა.
