ოკუპირებული აფხაზეთის მედია ავრცელებს დეფაქტო რესპუბლიკი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ვიდეოს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი დააკავეს, ვრცელდება დაკითხვის კადრებიც.
“24 აპრილს, ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ქალაქ გაგრაში, უსაფრთხობის სახელმწიფო სამსახურმა, საქართველოს სასარგებლოდ სახელმწიფო ღალატში ეჭვმიტანილი, აფხაზეთისა და საქართველოს მოქალაქე კახა შოთას ძე მურადოვი დააკავა. საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია ტექნიკური საშუალებები, რომლებიც მიუთითებს მის ჯაშუშურ საქმიანობაზე”. – ამბობს ვიდეოში დე ფაქტო რეჟიმის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი.
გარდა ამისა, მურადოვს გაგრის ბატალიონის ყოფილ მეთაურებთან, მხედრიონისა და უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის წევრებთან აქტიურ კომუნიკაციაში ადანაშაულებენ.
