STV
ამბები სამეგრელოდან ახალი ამბები დღის ამბები

ხობში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნა

17 მაისს, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ხობის წმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში ეპარქიის სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს; მსახურების დასრულების შემდეგ კი, ქალაქ ხობში, სამღვდელოების და მრევლის მონაწილეობით საზეიმო ლოცვითი მსვლელობა გაიმართა.

ხობში მიმდინარე ლოცვით მსვლელობას მრევლთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები შეუერთდნენ და მოქალაქეებს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე მიულოცეს.

17 მაისი, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ინიციატივით, 2014 წელს დაწესდა.

მსგავსი სიახლეები

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში პაციენტებს, მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ

რედაქტორი

Google map-ზე საქართველოს 360 გრადუსიან პანორამული გამოსახულებები დაემატება

რედაქტორი

ეროვნული ბანკი: ინფორმაცია, თითქოს Visa და Mastercard-ის საქმიანობის შეზღუდვა იგეგმება, დეზინფორმაციაა

რედაქტორი