STV
ამბები სამეგრელოდან ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები

გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 8 წელი გავიდა

საოკუპაციო ძალების მიერ გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 8 წელი გავიდა. ე.წ. აფხაზი მესაზღვრის მიერ მოკლული ოთხოზორიას საფლავი დღეს, შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხელმძღცანელმა ზვიად ზვიადაძემ და ზუგდიდის მერიის მოადგილემ კონსტანტინე კაკავამ წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს. მათი განცხადებით, გიგა ოთხოზორია არის სიმბოლო ოკუპაციასთან ბრძოლის, რომელსაც ქართველი ხალხის არასდროს შეეგუება. გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. გამშვებ პუნქტთან, აფხაზმა მესაზღვრემ, რაშიდ კანჯი-ოღლიმ მოკლა.

ქართულმა მართლმსაჯულებამ რაშიდ კანჯი ოღლი დამნაშავედ სცნო გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობაში და დაუსწრებლად მიუსაჯა 14 წლით პატიმრობა. საქართველომ კანჯი ოღლი საერთაშორისო ძებნილად გამოაცხადა.


2023 წელს კი სტრასბურგის სასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა.


სასამართლომ რუსეთს მოკლულის ოჯახისთვის არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად 130 000 ევროს კომპენსაციის გადახდა, ხოლო ხარჯების ასანაზღაურებლად 9,265.15 ევროს გადახდა დააკისრა.

მსგავსი სიახლეები

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში პაციენტებს, მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ

რედაქტორი

Google map-ზე საქართველოს 360 გრადუსიან პანორამული გამოსახულებები დაემატება

რედაქტორი

ეროვნული ბანკი: ინფორმაცია, თითქოს Visa და Mastercard-ის საქმიანობის შეზღუდვა იგეგმება, დეზინფორმაციაა

რედაქტორი