ზუგდიდის რაიონული სასამართლო, სენაკში მომხდარი მკვლელობის ბრალდებით დაკავებულისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. სასამართლო 12:00 საათზე დაიწყო, თუმცა მოსამართლე შოთა ბიჭიას გადაწყვეტილებით შესვენება გამოცხადდა.
ბრალდების მხარემ, აღკვეთ ღონისძიებად ლუკა სარიასთვის პატიმრობის შეფარდება მოითხოვა და მოტივად დაკავებულის პირობითი მსჯავრი, ასევე მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები დაასახელა.
დაცვის მხარემ კი აღკვეთის ღონისძიების გაუქმება მოითხოვა და განმარტა, რომ ბრალდებული ლუკა სარია უკანონოდ დააკავეს და მის მიმართ განხორციელდა მუქარა, შანტაჟი და ფსიქოლოგიური ზეწოლა.
აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, შესაბამისი მასალების მოასპოვებლად, მოსამართლემ სხდომა 3 საათით გადადო და განაცხადა, რომ დაცვის მხრიდან მიწოდებულ ინფორმაციას შესაბამის უწყებებს გააცნობს.
თავად დაკავებული ბრალს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. სასამართლო სხდომა დღეს 15:30 საათზე განახლდება.
ცნობისთვის, მკვლელობა სენაკში გორის ქუჩაზე 18 მაისს მოხდა. არსებული ინფორმაციით, სისხლიან დაპირისრებას წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება, რის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა, ხოლო 5, მათ შორის გარდაცვლილის ძმა, რომელიც კლინიკაშია მოთავსებული.
სამართალდამცავებმა მკვლელობაში ბრალდებული, შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავა, გამოძიება დაკავებული მამაკაცის წინააღმდეგ, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
