იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოში საქმე „სააკაშვილი-საქართველოს წინააღმდეგ“ საქართველოს სრული გამარჯვებით დასრულდა. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა Facebook-ზე დაწერა.
„სტრასბურგის სასამართლოში საქმე „სააკაშვილი-საქართველოს წინააღმდეგ“ ჩვენი სახელმწიფოს სრული გამარჯვებით დასრულდა! დეტალებს საზოგადოებას მალე შევატყობინებთ“, – წერს ბრეგაძე.
ცნობილია, რომ მოგვიანებით იუსტიციის სამინისტროში ამ თემაზე ბრიფინგი გაიმართება.
