STV
ამბები სამეგრელოდან ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები სამართალი

სამეგრელოს პოლიციამ ცოლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ქმარი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული გ.შ. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.


„დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, მეუღლეს – 1966 წელს დაბადებულ ფ.კ.-ს ბლაგვის საგნის გამოყენებით თავის არეში დაზიანებები მიაყენა, დაშავებული ქალი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.


სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული გ.შ. ცხელ კვალზე დააკავეს.


ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“ – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავე თემაზე

მსგავსი სიახლეები

ფოთელ გულშემატკივარს  ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების თამაშების ყურება დიდ ეკრანზე შეეძლება

რედაქტორი

გუბერნატორი სენაკის აიპებში თანამშრომლებს შეხვდა

რედაქტორი

ზუგდიდის მერიის ორგანიზებით ეროვნული ნაკრების თამაშების ყურება დიდ ეკრანზე იქნება შესაძლებელი 

რედაქტორი