STV
ამბები სამეგრელოდან ახალი ამბები დღის ამბები სპორტი

წალენჯიხაში ჩოგბურთის ტურნირი ჩატარდა

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში დღეს , 25 მაისს, პირველად წალენჯიხის ისტორიაში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და ა(ა)იპ წალენჯიხის სასპორტო ცენტრის მხარდაჭერით, ჩოგბურთის ტურნირი წალენჯიხის თასზე დაიწყო. ამის შესახებ ინფომრმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს.

„საპრიზო ფონდი: პირველი ადგილი-1000 ლარი; მეორე ადგილი -500 ლარი. ტურნირში მონაწილეობას წალენჯიხელები და სხვადასხვა რეგიონების ჩოგბურთის ოსტატები ღებულობენ მონაწილეობას.

ასპარეზობაში მონაწილე სპორტსმენებს და სტუმრებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ივანე ბურდული და მერის მოადგილე თამარ ბელქანია მიესალმნენ და მონაწილეებს წარმატებები უსურვეს.

„დღეს წალენჯიხა კიდევ უფრო მიმზიდველია,ვითარდება. დღეიდან მრავალი ტურნირი ჩატარდება და მრავალი სიახლეებს შევთავაზებთ წალენჯიხის მოსახლეობას”-აღნიშნა ივანე ბურდულმა.

„საკმაოდ კარგი საპრიზო ფონდია და მიხარია, რომ აქ მონაწილეობას ღებულობენ არა მხოლოდ წალენჯიხელები. ამ ტურნირს გარკვეულწილად საერთაშორისო აქცენტიც აქვს. ტურნირი ყოველწლიირად ჩატარდება და ეს ხელს შეუწყობს წალენჯიხის ციტირების ინდექსის მომატებას”-აღნიშნა თამარ ბელქანიამ.

ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა და დაჯილდოების ცერემონიალი ხვალ, 26 მაისს გაიმართება“ – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში პაციენტებს, მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ

რედაქტორი

Google map-ზე საქართველოს 360 გრადუსიან პანორამული გამოსახულებები დაემატება

რედაქტორი

ეროვნული ბანკი: ინფორმაცია, თითქოს Visa და Mastercard-ის საქმიანობის შეზღუდვა იგეგმება, დეზინფორმაციაა

რედაქტორი