STV
ამბები სამეგრელოდან ახალი ამბები დღის ამბები კულტურა მთავარი ამბები

დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ზუგდიდში გალა კონცერტით დასრულდა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ზუგდიდში გალა კონცერტით დასრულდა. თავისუფლების მოედანზე გამართულ კონცერტში ნატო გელაშვილი, გიორგი ჭოხონელიძე, ლუკა ჭოხონელიძე, სოფო ბედია, ბორის ბედია, ელენე ფოჩხუა, მარიტა როხვაძე, ვერიკო ტურაშვილი, ანსამბლი „ფორტე“ და ინსტრუმენტული ბენდი „ნიუტონი“ მონაწილეობდნენ.

ზუგდიდში განსაკუთრებულად აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დრო, 17 საათსა და 10 წუთზე, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიულ დროს, სახელმწიფო ჰიმნი ანსამბლმა „შავნაბადამ“ შეასრულა.

მანამდე მთელი დღის განმავლობაში ქალაქში სხვადასხვა აქტივობები მიმდინარეობდა. 26 მაისს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა.

მსგავსი სიახლეები

ფოთელ გულშემატკივარს  ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების თამაშების ყურება დიდ ეკრანზე შეეძლება

რედაქტორი

გუბერნატორი სენაკის აიპებში თანამშრომლებს შეხვდა

რედაქტორი

ზუგდიდის მერიის ორგანიზებით ეროვნული ნაკრების თამაშების ყურება დიდ ეკრანზე იქნება შესაძლებელი 

რედაქტორი