STV
ამბები სამეგრელოდან ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები საზოგადოება

გუბერნატორი კეთილმოწყობის ცენტრის თანამშრომლებზე: ისინი განსაკუთრებულ მადლობას და მეტ თანადგომას იმსახურებენ

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, ზუგდიდის მერთან მამუკა წოწერიასთან ერთად ა.ა.ი.პ. კეთილმოწყობის მართვის ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა. ინფორმაციას სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გიორგი გუგუჩია ადგილზე გაეცნო ცენტრის მუშაობის სპეციფიკას და თანამშრომლებს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ზუგდიდის კეთილმოწყობის ცენტრი ერთ-ერთი სანიმუშოა ჩვენი რეგიონის მასშტაბით, ეს ადამიანები ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ ამ მუნიციპალიტეტისა და მისი მოსახლეობისთვის, მადლობა თითოეულ მათგანს გაწეული შრომისთვის. მათი სამსახური სტიქიების დროს ერთ-ერთ განსაკუთრებულად დიდ როლს თამაშობს და ხშირად საკუთარ ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებენ საზოგადოებრივი ინტერესების უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფად. ისინი განსაკუთრებულ მადლობას და მეტ თანადგომას იმსახურებენ“ – აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა. გიორგი გუგუჩიამ მადლობა გადაუხადა ცენტრის ხელმძღვანელობას ძლიერი გუნდის ჩამოყალიბებისთვის.

ზუგდიდის კეთილმოწყობის მართვის ცენტრის შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდა და ადმინისტრაცია მთლიანად მცხეთის ქუჩაზე არსებულ ოფისში განთავსდა. ცენტრმა შეიძინა სპეციალიზებული ტექნიკაც, რაც მათი მუშაობის ხარისხს კიდევ უფრო მეტად ზრდის.

მსგავსი სიახლეები

ზუგდიდში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნა

რედაქტორი

აბაშაში კონსტანტინე გამსახურდიას დაბადებიდან 134 წელი აღნიშნეს

რედაქტორი

დღეს ევროვიზიაზე ზუგდიდელი მარიამ შენგელია იმღერებს

რედაქტორი