STV
ამბები სვანეთიდან ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები

ოთარ შამუგია: მაღალმთიან დასახლებებში 3700-მდე პირს დაუფინანსდება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვა

გარემოს დაცვისა და სოგლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას განცხადებით – ,,მიმდინარე წელს, მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებ 3700-მდე პირს დაუფინანსდება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვა“.

მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ საქართველოს პარლამენტში ანგარიშის წარდგენის დროს და აღნიშნა, რომ სამინისტროს ამ კუთხით ორი ახალი ინიციატივა აქვს.

„გასულ წელს დაიწყო მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის განვითარების პროგრამა და უკვე დაფინანსებულია 60 ბიზნესიდეა, რომელთა ინვესტიციის ოდენობა 9 მლნ ლარზე მეტია, ხოლო სახელმწიფო თანადაფინანსების ოდენობა 4.6 მლ ლარზე მეტს შეადგენს. რაც შეეხება მეორე ინიციატივას, ფიზიკურ პირებს, ვისაც გააჩნია სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, მიმდინარე წელს 70 პროცენტიანი საგრანტო დაფინანსებით დაეხმარება სახელმწიფო მიწის დამუშავებისთვის და სხვა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საჭირო ხელის ტრაქტორების (მოტობლოკების) შესყიდვაში. განაცხადების მიღება 21 მაისს დაიწყო; შემოსულია 4000-ზე მეტი განაცხადი, რაც იმას ნიშნავს, რომ, მიმდინარე წელს, მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებ 4000-ზე მეტ პირს, ოჯახს დაუფინანსდება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვა“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ მინისტრის საათის ფარჰლებში საქართველოს პარლამენტში გამოსვლის დროს.

მსგავსი სიახლეები

ფოთელ გულშემატკივარს  ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების თამაშების ყურება დიდ ეკრანზე შეეძლება

რედაქტორი

გუბერნატორი სენაკის აიპებში თანამშრომლებს შეხვდა

რედაქტორი

ზუგდიდის მერიის ორგანიზებით ეროვნული ნაკრების თამაშების ყურება დიდ ეკრანზე იქნება შესაძლებელი 

რედაქტორი