STV
ახალი ამბები დღის ამბები ეკონომიკა მთავარი ამბები

რა ვიცით ჩინური კონსორციუმის შესახებ, რომელიც ანაკლიის პორტის მშენებლობას აპირებს

რა ვიცით ჩინური კონსორციუმის შესახებ, რომელიც ანაკლიის პორტის მშენებლობას აპირებს?  China Communications Construction Company (CCCC) სახელმწიფო კორპორაციაა, რომელიც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობაში არის სპეციალიზებული. ის მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერია პორტების, საპორტო აღჭურვილობის, ფსკერგაღრმავების, საცხოვრებელი და კომერციული უძრავი ქონების, გზებისა და ხიდების, რკინიგზის, მეტროს, აეროპორტების და სხვა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობაში. კომპანია 150-ზე მეტ ქვეყანაში არის წარმოდგენილი.

კომპანიამ ჩინეთსა და სხვა ქვეყნებში დიდი რაოდენობით მსხვილი პროექტი, მათ შორის, ტვირთბრუნვის თვალსაზრისით მსოფლიოს 10 უდიდესი პორტიდან 7-ის პროექტირება-მშენებლობა და მისი აღჭურვა განახორციელა.

თავდაპირველად, 1979 წელს China Road and Bridge Corporation ჩამოყალიბდა, რასაც მომდევნო წელს China Harbor Engineering Company მოჰყვა, ხოლო 2005 წელს ისინი China Communications Construction Group-ში გაერთიანდნენ, რომელიც მთლიანად ჩინეთის სახელმწიფო აქტივების ზედამხედველობისა და ადმინისტრირების კომიტეტს ექვემდებარება. 2006 წლის 8 ოქტომბერს მან შვილობილი კომპანია, China Communications Construction Company დაარეგისტრირა. იმავე წლის 15 დეკემბერს კომპანიის აქციები ჰონგ კონგის საფონდო ბირჟაზე, ხოლო 2012 წლის 9 მარტს შანხაის საფონდო ბირჟაზეც განთავსდა.

მომზადებულია bpn.ge -ს მასალებზე დაყრდნობით

მსგავსი სიახლეები

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში პაციენტებს, მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ

რედაქტორი

Google map-ზე საქართველოს 360 გრადუსიან პანორამული გამოსახულებები დაემატება

რედაქტორი

ეროვნული ბანკი: ინფორმაცია, თითქოს Visa და Mastercard-ის საქმიანობის შეზღუდვა იგეგმება, დეზინფორმაციაა

რედაქტორი