STV
ამბები სამეგრელოდან ახალი ამბები დღის ამბები ეკონომიკა მთავარი ამბები

,,კანიონი 350”-ის წარმომადგენლები ბალდის კანიონის საკითხზე ადგილობრივებს შეხვდნენ

შპს „კანიონი 350“-ის წარმომადგენლებსა და მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდაში მცხოვრებ მოსახლეობას შორის შეხვედრა შედგა, სადაც 70 ადგილობრივი ბალდელი და 30_მდე მარტვილის ტურიზმის სფეროს წარმომადგენელი ესწრებოდა.

აღნიშნულ შეხვედრაზე განხილული იქნა, სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ საჯარო აუქციონში, ბალდის კანიონის მცირე ნაწილზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის პრეზენტაცია.

ადგილობრივებმა, რომლებიც სოფელ ბალდაში მუდმივი მაცხოვრებლები არიან, გამოთქვეს მხარდაჭერა აღნიშნული პროექტის მიმართ და სურვილი იმისა, რომ სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ტურისტული პროექტი განხორციელდეს სოფ. ბალდაში და მოეწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ასევე აღნიშნეს, რომ პროექტს მხარს უჭერს სოფლის უმრავლესობა და გარკვეული მიზეზების გამო, ყველა ვერ ახერხებს საკუთარი პოზიციის ღიად დაფიქსირებას.

ადგილობრივების ინფორმაციით: სოფელ ბალდაში – დაფინანსებული ერთი კონკრეტული ჯგუფი, რომელიც შედგება რამოდენიმე ოჯახისგან,ყოველდღიურად ახორციელებს ადგილობრივი მოსახლეობის დაშინებას, დევნას, შანტაჟს და მუქარას.

ადგილობრივებისვე განმარტებით: 2024 წლის 27 მაისს პრეზენტაციის დაწყებამდეც იყო შემთხვევები, სადაც ადგილობრივებს უკრძალავდნენ შეხვედრაზე დასწრებას, უღობავდნენ გზას, აყენებდნენ შეურაცხყოფას და ახორციელებდნენ დევნას. გარკვეულ ოჯახებს შეეზღუდათ გადაადგილების საშუალება და ვერ მოახერხეს პრეზენტაციაზე დასწრება.

შეგახსენებთ, კანიონზე ინფრასტრუქტურის მოწყობა ერთი წლის წინ დაიწყო და ის მიმდინარე წლის მაისში, უნდა დასრულებულიყო, თუმცა პროექტი საპროტესტო აქციების გამო შეფერხდა.

მსგავსი სიახლეები

ფოთელ გულშემატკივარს  ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების თამაშების ყურება დიდ ეკრანზე შეეძლება

რედაქტორი

გუბერნატორი სენაკის აიპებში თანამშრომლებს შეხვდა

რედაქტორი

ზუგდიდის მერიის ორგანიზებით ეროვნული ნაკრების თამაშების ყურება დიდ ეკრანზე იქნება შესაძლებელი 

რედაქტორი