STV
ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები სამართალი

ფსსს-მ უაქციზო საქონლის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 17 ფაქტი გამოავლინა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მაისის თვეში დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 17 ფაქტი გამოავლინა. ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს:

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2024 წლის მაისის თვეში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოავლინეს მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 17 ფაქტი, რაზეც, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 17 პირი, მათგან დაკავებულია 4 პირი.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან, ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების ჯამში 17 062 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 90 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით,” – ნათქვამია საგამოძოებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი: პრობლემები თქვენს განადგურებულ ოპოზიციაში ეძებეთ. ირაკლი კობახიძე იყო პარტიის თავმჯდომარე, როდესაც მე გავხდი პრემიერ-მინისტრი. ჩვენ გვქონდა აბსოლუტურად ჰარმონიული ურთიერთობა

რედაქტორი

პრემიერი: რევაზ სოხაძე ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც იქნება ძალიან წარმატებული ხელმძღვანელი, წინ გვაქვს ძალიან დიდი ამოცანები, მნიშვნელოვანი პროექტები და ამ საქმეს სჭირდება ძლიერი ხელმძღვანელი

რედაქტორი

პრემიერ-მინისტრმა ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი რევაზ სოხაძე სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა

რედაქტორი