STV
ამბები სამეგრელოდან ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები

ზუგდიდში II და XI სკოლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ზუგდიდის ისტორიული მეორე საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს, იცვლება სკოლის შიდა და გარე ინტერიერი, მოეწყობა ეზო და სპორტული ინფრასტრუქტურა. განახლებული სკოლა 1400 მოსწავლეზეა გათვლილი.

ასევე სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება ზუგდიდის მე-11 საჯარო სკოლას. ორივე სკოლის რეაბილიტაციისთვის 10 მილიონი ლარია გამოყოფილი, პროექტს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტო ახორციელებს.

სარეაბილიტაციო პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გაეცნო.

მსგავსი სიახლეები

„პარი სენ-ჟერმენში“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი გადაწყდა

რედაქტორი

დღეს საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაცია ეწვევა

რედაქტორი

ირაკლი (დაჩი) ბერაია იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

რედაქტორი