STV
ამბები სამეგრელოდან ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები

წალენჯიხაში წყალმომარაგების სამუშაოებს ირაკლი ზარქუა გაეცნო

ქალაქ წალენჯიხის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ წალენჯიხაში წყალმომარაგების თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ინფრასტრუქტურას აშენებს. მიმდინარე სამუშაოები საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ადგილზე დაათვალიერა.

სამუშაოების ფარგლებში აშენდება: წყლის გამწმენდი ნაგებობა, წყლის სათავე ნაგებობები, რეზერვუარი. მოეწყობა 60 კმ წყალმომარაგების ქსელი, მაგისტრალური მილი. რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ ჭაბურღილებს.

პროექტზე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 25 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. 2025 წლის ბოლოსთვის 3 650 -მდე ბენეფიციარი ახალი ინფრასტრუქტურითა და 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

მსგავსი სიახლეები

ჯვარში მრავალბინიან კორპუსში ხანძარი გაჩნდა

რედაქტორი

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

რედაქტორი

მგალობლიშვილი: ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებული ვერანაირი ე.წ. არჩევნები ვერ იქნება სამართლიანი

რედაქტორი