STV
ახალი ამბები დღის ამბები პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე დღეს ბერლინში უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს, ბერლინში, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს უკრაინის აღდგენის კონფერენციაში. ღონისძიების მთავარი მიზანია, უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციის, რეფორმებისა და მოდერნიზაციისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება.

მთავრობის მეთაური ბერლინში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.

მმართველი გუნდისთვის აღნიშნულ კონფერენციაში საქართველოს ჩართულობა, უკრაინისადმი აქამდე მრავალჯერ გამოხატული გვერდში დგომის მორიგი დადასტურებაა.

მსგავსი სიახლეები

ფოთელ გულშემატკივარს  ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების თამაშების ყურება დიდ ეკრანზე შეეძლება

რედაქტორი

გუბერნატორი სენაკის აიპებში თანამშრომლებს შეხვდა

რედაქტორი

ზუგდიდის მერიის ორგანიზებით ეროვნული ნაკრების თამაშების ყურება დიდ ეკრანზე იქნება შესაძლებელი 

რედაქტორი