STV
ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები მსოფლიო საზოგადოება

იაპონური გამოცემა Transit Magazine საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ წერს

„აღმოაჩინეთ ქართული სამზარეულო ცივილიზაციების გზაჯვარედინზე“ – იაპონური სამოგზაურო ჟურნალი Transit Magazine საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

მოგზაურმა ჟურნალისტმა მიკიტო მორიკავამ საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმოგზაურა. მიკიტო მორიკავამ იაპონელ მკითხველს ძველი თბილისი, დედაქალაქის ცხოვრების რიტმი, კულტურა, კვების ობიექტები, ღვინის მარნები და მუზეუმები გააცნო. 

„ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველოს და მის დედაქალაქს გაზაფხულზე ვეწვიე. საქართველოში თქვენ აღმოაჩენთ სხვადასხვა კულტურის კომბინაციას, ეს არის კულტურული სამყარო გამორჩეული მოდითა და ღამის კლუბებით. თბილისი მიმზიდველია ნატურალური ღვინითა და კერძებით. აქ ერთ-ერთ რესტორანში ქართული სამზარეულოს შარმი შევიგრძენი“, – წერს მიკიტო მორიკავა.

Transit Magazine-ის მოგზაური ჟურნალისტი მკითხველს ქართველ მეღვინეებს აცნობს და ინფორმაციას აწვდის ღვინისა და კერძების ფესტივალის შესახებ, რომელიც თბილისში ტარდება.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები

ფოთელ გულშემატკივარს  ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების თამაშების ყურება დიდ ეკრანზე შეეძლება

რედაქტორი

გუბერნატორი სენაკის აიპებში თანამშრომლებს შეხვდა

რედაქტორი

ზუგდიდის მერიის ორგანიზებით ეროვნული ნაკრების თამაშების ყურება დიდ ეკრანზე იქნება შესაძლებელი 

რედაქტორი