STV
ამბები სამეგრელოდან ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები პოლიტიკა

წალენჯიხის მერის მოადგილე პრეზიდენტს შეხვდა

წალენჯიხის მერის მოადგილე, თამარ ბელქანია საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. შეხვედრის ამსახველ ფოტოსურათს ტავად ბელქანია სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

„შეხვედრა იყო 40 წუთიანი, შეხვედრა ინსპირირებული იყო ჩემი პოსტით, რომ მე და ჩემს შვილს ქვეყნის მოღალატეებად გვრაცხავენ, გვემუქრებიან ფიზიკური გასწორებით და პრეზიდენტმა სოლიდარობა გამოთქვა, ინტერესი გამოხატა გაეგო, როგორ პირობებში ცხოვრობენ და ქმნიან პოლიტიკას ქალები რეგიონებში.

მე ვესაუბრე იმ წინააღმდეგობებზე, რასაც ვაწყდებით, ვუთხარი რამდენად მნიშვნელოვანია პოლიტიკოსები ხალხის სურვილზე იყოს გადაწყობილი, მათ მოთხოვნაზე იყოს დაფუძნებული პოლიტიკოსების ნაბიჯები და რომ ძალიან მნიშვნელოვანია საოკუპაციო გამყოფ ხაზზე ხელისუფლება იყოს სწორი ისტორიული ღირებულებებით მსვლელი ევროპისკენ, სადაც ჩვენი შვილების მომავალი, ჩვენი მშობლების სიბერე იქნება უზრუნველყოფილი.

პრეზიდენტს აინტერესებდა გარკვეული დეტლები და ბუნებრივია მე მას მოვუყევი ამ სამი წლის განმავლობაში ბრძოლის შედეგი. რომ ჩვენთვის არის პრიორიტეტი ახალგაზრდობა, რომ განათლებას სერიოზულ მხარდაჭერას ვუქმნით, რომ შეიქმნა აიტი აკადემია, შეიქმნა იუვენტუსის აკადემია, რომ ამ ბავშვებისთვის ეს არის შესაძლებლობა, საკუთარი თავი წარმოადგინონ. პრეზიდენტი დეტალებში დაინტრესდა, თუ როგორ ვქმნით ამ სიკეთეს ხალხისთვის” – აცხადებს თამარ ბელქანია.

მსგავსი სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი: პრობლემები თქვენს განადგურებულ ოპოზიციაში ეძებეთ. ირაკლი კობახიძე იყო პარტიის თავმჯდომარე, როდესაც მე გავხდი პრემიერ-მინისტრი. ჩვენ გვქონდა აბსოლუტურად ჰარმონიული ურთიერთობა

რედაქტორი

პრემიერი: რევაზ სოხაძე ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც იქნება ძალიან წარმატებული ხელმძღვანელი, წინ გვაქვს ძალიან დიდი ამოცანები, მნიშვნელოვანი პროექტები და ამ საქმეს სჭირდება ძლიერი ხელმძღვანელი

რედაქტორი

პრემიერ-მინისტრმა ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი რევაზ სოხაძე სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა

რედაქტორი