აბაშის საკრებულოში, ფრაქცია “საქართველოსთვის” დაიშალა. გახარიას პარტიის წევრმა მეგული ჩოჩიამ სამ წევრიანი ფრაქცია დატოვა, რის შედეგადაც საკრებულოს კანონმდებლობით, ფრაქცია “საქართველოსთვის” აღარ არსებობს.
პარტიის უკვე ყოფილმა წევრმა, დღეს გამართულ ბრიფინგზე იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება. მეგული ჩოჩიას განცხადებით, გახარიას პარტია ბოლო პერიოდში იქცა “ნაციონალურ მოძრაობის” სატელიტ პარტიად, რაც მისთვის მიუღებელია. ის ტოვებს პარტიას და უერთდება “ქართულ ოცნებას”. განაცხადა, რომ სრულად იზიარებს იმ ღირებულებებს და ღირსეულ პოლიტიკას რასაც მამართველი გუნდი ატარებს.
ცნობისთვის, აბაშის საკრებულოში 30 წევრია. ქართულ ოცნებას დღეიდან 19 წევრი ეყოლება. ნაციონალურ მოძრაობას 9 მანდატი აქვს, ასევე 2 მანდატი გახარიას პარტიიდან, რომლებსაც დღეს ფრაქცია ჩამოეშალათ და რჩებიან საკრებულოს უფრაქციო წევრებად.