STV
ამბები სამეგრელოდან ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები

გუბერნატორი სენაკის აიპებში თანამშრომლებს შეხვდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი გუგუჩია, რწმუნებულის პირველ მოადგილესთან, ნინო ვიბლიანთან და სენაკის მერთან, ვახტანგ გადელიასთან ერთად, სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების, მზრუნველობამოკლებულთა კვების ცენტრების, მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანებისა და საფეხბურთო კლუბის წარმომადგენლებს შეხვდა.

სახელმწიფო რწმუნებული დეტალურად გაეცნო მუნიციპალურ აიპებში არსებულ მდგომარებას, მიიღო ინფორმაცია ცენტრების საქმიანობის, მათ მიერ მიმდინარე, განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ.

სახელმწიფო რწმუნებული ასევე გაეცნო არსებულ გამოწვევებს და გადაჭრის გზებზეც შეხვედრებზევე ისაუბრა.

სახელისუფლო გუნდის ინიციატივით, უკვე წლებია, სენაკის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს მზრუნველობამოკლებულთა კვების ცენტრი. ცენტრის 225 ბენეფიციარი, ყოველდღიურად უზრუნველყოფილია საკვებით, საჭიროების შემთხვევაში, უფასო სამედიცინო მომსახურებით.

სახელმწიფო რწმუნებულმა სენაკში ასევე გამართა მოქალაქეებთან მიღება, სამუშაო შეხვედრა – მერის წარმომადგენლებთან ადმინისტრაციულ ერთეულებში, ასევე შეხვდა სენაკის მუნიციპალიტეტში მოქმედი მუნიციპალური აიპების – საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხელოვნების, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის, სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების წარმომადგენლებს. გიორგი გუგუჩია აიპებთან მსგავს შეხვედრებს რეგიონის მუნიციპალიტებში გეგმავს.

მსგავსი სიახლეები

ოკუპირებულ აფხაზეთში ვინც ,,რუსეთის ერთგულების ფიცი” არ დადო რუსეთის მოქალქეობა ჩამოერთმევთ

რედაქტორი

ფოთში წყალარინების სამუშაოების გამო გზების გარკვეულ მონაკვეთზე შეზღუდვები დაწესდა

რედაქტორი

ზუგდიდელი დიზაინერი სოფიო ხარჩილავა მოდის კვირეულზე 2025 წლის კოლექციას წარადგენს

რედაქტორი