STV
ამბები სამეგრელოდან ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები

ფოთელ გულშემატკივარს  ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების თამაშების ყურება დიდ ეკრანზე შეეძლება

ფოთში, ყველა ქომაგს შესაძლებლობა ექნება ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა მატჩს დიდ ეკრანზე ადევნოს თვალი.

18 ივნისს, 20:00 საათზე, ნიკოლაძის სანაპიროზე მოწყობილ დიდ ეკრანზე, ევროპის ჩემპიონატზე,  საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი  შეხვედრის პირდაპირი ტრანსლაცია განხორციელდება. 19:00 საათიდან, მოეწყობა საზეიმო მსვლელობა დრამერების შოუს და დროშების თანხლებით აღმაშენებლის ქუჩიდან (ბორის პაიჭაძის ძეგლიდან) ნიკო ნიკოლაძის სანაპირომდე.  

ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში, ნიკოლაძის სანაპიროზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა ასპარეზობის პირდაპირი ტრანსლირება ჩატარდება. 

საფეხბურთო თამაშების პირდაპირი ტრანსლაცია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ეწყობა.

მსგავსი სიახლეები

ვინ გაიფიცა სამეგრელოში

რედაქტორი

„პარი სენ-ჟერმენში“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი გადაწყდა

რედაქტორი

დღეს საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაცია ეწვევა

რედაქტორი