STV
ამბები სამეგრელოდან ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები პოლიტიკა

პარლამენტის ქალი დეპუტატები ხვალ, 18 ივნისს ზუგდიდში შეხვედრას გამართავენ

„პარლამენტარები ევროპული მომავლისთვის” – ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მხარდაჭერით, ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების კამპანია დღეს იმერეთიდან დაიწყო. პირველი შეხვედრა ქუთაისში გაიმართა, რომლის მიზანიც ორგანიზატორების თქმით, მოსახლეობასთან ანგარიშვალდებულების გაძლიერებაა.

ხვალ მეორე შეხვედრა ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში 15 საათზე გაიმართება.

ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების განცხადებით, მათ სურთ აუდიტორიას მიაწოდონ ინფორმაცია, გამჭვირვალობის კანონის პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი შედეგების თუ საფრთხეების შესახებ.

რეგიონებში საჯარო შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ, შემდეგი ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები: თეონა აქუბარდია, ხატია დეკანოიძე, თამარ კორძაია, თინათინ ბოკუჩავა, ანა წითლიძე, სალომე სამადაშვილი და ანა ნაცვლიშვილი.

ზუგდიდის შემდეგ შეხვედრები ბათუმში, ოზურგეთსა და გორში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ჯვარში მრავალბინიან კორპუსში ხანძარი გაჩნდა

რედაქტორი

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

რედაქტორი

მგალობლიშვილი: ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებული ვერანაირი ე.წ. არჩევნები ვერ იქნება სამართლიანი

რედაქტორი