STV
ამბები სამეგრელოდან ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები

მარტვილში უკანონო სახერხი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მარტვილის რაიონული სამმართველოს პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამეგრელოში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.

„მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ინჩხურში, მოქალაქეს მიწის ნაკვეთზე არარეგისტრირებული ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი ჰქონდა დამონტაჟებული. სახერხი საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული იყო წაბლის სახეობის 6 ერთეული დაუფირნიშევებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი). ფაქტზე, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, დაწყებულია გამოძიება“ – აღნიშნულია უწყების მიერ გვარცელებულ განცხადებაში.

Banner 1 Banner 2 Banner 3 Banner 4 Banner 5 Banner 6 Banner 7 Banner 8 Banner 9

მსგავსი სიახლეები

11 ნოემბერს ,,აბაშობა” გაიმართება

რედაქტორი

წალენჯიხის მერის მოადგილეებად ბესიკ ფარცვანია და გიორგი კვარაცხელია დაინიშნენ

რედაქტორი

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება 10 ნოემბრიდან დაიწყება

რედაქტორი