STV
ახალი ამბები დღის ამბები მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, უკრაინაში ამერიკულ ჯარს არ გაგზავნის

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, უკრაინაში ამერიკულ ჯარს არ გაგზავნის. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

ტრამპმა უპასუხა შეკითხვას უკრაინაში აშშ-ის სამხედრო ძალების შესაძლო გაგზავნის შესახებ, თუ ის პრეზიდენტი გახდება.

„მე გარანტიას გაძლევთ, რომ მე ამას არ გავაკეთებ“, – აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.

ტრამპმა დასძინა, რომ „საფრანგეთისთვის სიტუაცია სხვანაირია, რადგან ისინი მეტ-ნაკლებად მეზობლები არიან, ხოლო ჩვენ შორის ოკეანეა“.

„ახლა გამუდმებით მესმის საუბარი უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე, რომ საფრანგეთს სურს ბრძოლა უკრაინაში, წარმატებები მათ“, – განაცხადა ტრამპმა.

მსგავსი სიახლეები

ვინ გაიფიცა სამეგრელოში

რედაქტორი

„პარი სენ-ჟერმენში“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი გადაწყდა

რედაქტორი

დღეს საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაცია ეწვევა

რედაქტორი