აფხაზეთში, შავ ზღვაში 18 წლის ბიჭი დაიხრჩო. შემთხვევა გუშინ დღის მეორე ნახევარში, გალის რაიონის სოფელ გაგიდაში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდამ ორ თანატოლთან ერთად იმ ზონაში შეცურა, სადაც მდინარე ზღვას უერთდება. ორი ახალგაზრდის გადარჩენა მოხერხდა, თუმცა თავად 18 წლის ბიჭი ზღვის ტალღამ გაიტაცა. რამდენიმე წუთის შემდეგ ზღვამ ახალგაზრდის ცხედარი სანაპიროზე გამორიყა.
18 წლის ახალგაზრდა ზუგდიდიდან იყო. ის აფხაზეთში ბებიასთან სტუმრად იმყოფებოდა.
