STV
ამბები სამეგრელოდან ახალი ამბები დღის ამბები ვიდეო ამბები მთავარი ამბები

ზუგდიდის ტექნოპარკში პირველად Family tech ჩატარდა

ზუგდიდის ტექნოპარკში​ ჰაკათონი Family tech დასრულდა. შვილები მშობლებთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად პროექტში მონაწილეობას პირველად იღებდნენ. ზუგდიდის ტექნოპარკის მიერ ორგანიზებულ ჰაკათონში საერთო ჯამში სამეგრელო-ზემო სვანეთში მცხოვრებმა 20 მდე ოჯახმა მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა პროექტები შექმნეს, სადაც განათლების სფეროში არსებული გამოწვევების ინოვაციური და ტექნოლოგიური გადაწყვეტებია მოცემული.

დასკვნით ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, პირველ მოადგილესთან კონსტანტინე კაკავასთან ერთად დაესწრო.

გამარჯვებულს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსგან გრანტის სახით 5 000 ლარი, ხოლო ზუგდიდის მერიიდან 2000 ლარი გადაეცა.

ჰაკათონს ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრმა განახორციელა.

მსგავსი სიახლეები

ჯვარში მრავალბინიან კორპუსში ხანძარი გაჩნდა

რედაქტორი

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

რედაქტორი

მგალობლიშვილი: ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებული ვერანაირი ე.წ. არჩევნები ვერ იქნება სამართლიანი

რედაქტორი