ფოთის არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებელთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,როკვა” საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია.
კონკურსი “Golden Dream” ბულგარეთის ქალაქ ვარნაში გაიმართა, სადაც ანსამბლი ,,როკვა” გრან-პრის მფლობელი გახდა. ანსამბლის ქორეოგრაფი გახლავთ ედიშერ ალექსანდრია.
ანსამბლი ,, როკვა” მიწვეულია საერთაშორისო კონკურს-ფესტივალზე ლას-ვეგასში.
ქალაქ ფოთის მერის მოადგილე ლექსო თოდუამ ანსამბლის წევრებს და ხელმძღვანელებს ფოთის მერიაში უმასპინძლა, მიღწეული შედეგი მიულოცა და მომავალში წარმატებები უსურვა.
