STV
ამბები სამეგრელოდან ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები სპორტი

ხობის მერია: ნუგზარ წურწუმიამ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ააჟღერა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი

მსოგლიო ჩემპიონის ხობის მკვიდრის ნუგზარ წურწუმიას გარდაცვალების გამო ხობის მერია მწუხარებას გამოხატავს. მერიამ სამძიმრის წერილი გაავრცელა სადაც ვკითხულობთ:

,,ხობის მუნიციპალიტეტის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი სპორტსმენის, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრის, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის ნუგზარ წურწუმიას გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, მის ახლობლებს, მეგობრებს და გულშემატკივრებს.

ნუგზარ წურწუმია:
🥈მსოფლიოს 2023 წლის ვიცე-ჩემპიონი
🥉 ევროპის 2023 წლის ბრინჯაოს პრიზიორი
🥈მსოფლიოს 2022 წლის ვიცე-ჩემპიონი
🥈 ევროპის 2022 წლის ვიცე-ჩემპიონი
🥉მსოფლიო 2021 წლის ბრინჯაოს პრიზიორი
🥉 ევროპის 2022 წლის ბრინჯაოს პრიზიორი
🥇მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონი
🥇 ევროპის 2019 წლის ჩემპიონი U23
🥇 მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონი U23
🥇 ევროპის 2018 წლის ჩემპიონი U23
🥉 მსოფლიოს 2018 წლის ბრინჯაოს პრიზიორი
🥉 ევროპის 2018 წლის ბრინჯაოს პრიზიორი
🥉 ევროპის 2017 წლის ბრინჯაოს პრიზიორი U20
🥇 ევროპის 2016 წლის ჩემპიონი U20
🥉 მსოფლიო 2016 წლის ბრინჯაოს პრიზიორი U20
🥈 მსოფლიოს 2015 წლის ვიცე-ჩემპიონი U20
🥉 ევროპის 2015 წლის ბრინჯაოს პრიზიორი U20
🥉 ევროპის 2014 წლის ბრინჯაოს პრიზიორი U17.

ნუგზარ წურწუმიას გარდაცვალებით ხობს და მთლიანად საქართველოს გამოაკლდა გამორჩეული სპორტსმენი, რომელმაც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ააჟღერა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და თავისი გამარჯვებებით დიდ სიხარულს ანიჭებდა გულშემატკივრებს” – წერია მერიის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.

მსგავსი სიახლეები

ანაკლია-განმუხურში საზღვაო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

რედაქტორი

ზუგდიდის მერია ახალგაზრდების ფინანსურ მხარდაჭერას აგრძელებს

რედაქტორი

ირაკლი ჩიქოვანი: მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა, ამისთვის საქართველოს ხელისუფლება მზად არის

რედაქტორი