STV
ამბები სამეგრელოდან ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები სამართალი

წალენჯიხაში არასრულწლოვანმა ცივი იარაღით თანატოლი დაჭრა

წალენჯიხაში არასრულწლოვანმა ცივი იარაღით თანატოლი დაჭრა. არსებული ინფორმაციით, ინციდენტს წინ უძღოდა არასრულწლოვნებს შორის ჯერ სიტყვიერი, შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება, რის შედეგად ერთი პირი დაჭრეს.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ, დაჭრილი არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების ინფორმაციით პაციენტს შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სისხლიანი დაპირისპირება არასრულწლოვნებს შორის გუშინ, წალენჯიხის ერთ-ერთ სოფელში, მდინარის სანაპიროზე მოხდა, სადაც თანატოლები საბანაოდ იმყოფებოდნენ.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი სიახლეები

ირაკლი ჩიქოვანი: მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა, ამისთვის საქართველოს ხელისუფლება მზად არის

რედაქტორი

ბიუჯეტი 519 მილიონით გაიზარდა – აქედან 102 მილიონი გადაეცემა მუნიციპალიტეტებს

რედაქტორი

წალენჯიხის ფერისცვალების ტაძრის 1000 წლის იუბილე აღინიშნება

რედაქტორი