STV
ამბები სამეგრელოდან ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები

ფოთის მერი: „ვაგრძელებთ საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოების დაგეგმვასა და განხორციელებას ქალაქის სხვადასხვა უბანში“

ფოთში, სარსანიას ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მასშტაბური სამუშაოები დასრულდა. 

პროექტის ფარგლებში დაიგო 2 ფენა ასფალტო-ბეტონის გზის საფარი, მოეწყო სრულიად ახალი სანიაღვრე სისტემა, ასევე, ტროტუარები, გამწვანებული ზოლები. დამონტაჟდა ახალი განათების სისტემა და საგზაო ნიშნები, განხორციელდა გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები. 

მოსახლეობის თხოვნით, აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში, გზის ასფალტო-ბეტონის საფარი მოეწყო ბარბაქაძის ქუჩაზეც. 

,,ნაბადის უბნისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილში, სადაც არის საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი და ბევრი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი, სრულიად მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა. ამ მიმართულებით კიდევ ბვერი გვაქვს გასაკეთებელი. შესაბამისად, ვაგრძელებთ საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოების დაგეგმვასა და განხორციელებას ქალაქის სხვადასხვა უბანში”-განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

მსგავსი სიახლეები

ჯვარში მრავალბინიან კორპუსში ხანძარი გაჩნდა

რედაქტორი

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

რედაქტორი

მგალობლიშვილი: ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებული ვერანაირი ე.წ. არჩევნები ვერ იქნება სამართლიანი

რედაქტორი