STV
ამბები სამეგრელოდან ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები

ანაკლიაში საზაფხულო ბანაკი გაიხსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ახალგაზრდული სააგენტოს ეგიდით, ანაკლიაში, ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა, რომელიც 3120 ახალგაზრდას 13 ნაკადად მიიღებს.

გახსნის საზეიმო ღონისძიებას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწუნებულთან გიორგი გუგუჩიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო, მინისტრმა ასევე შეხვედრა გამართა ახალგაზრდებთან.

საბანაკე პროგრამა 5 დღისგან შედგება და ბანაკის ფარგლებში, ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ საკვანძო კომპეტენციების განვითარებისთვის მიმართულ საგანმანათლებლო, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებს და შეხვედრებში. ერთ ნაკადად ბანაკი უმასპინძლებს 18დან 25 წლამდე 240 მონაწილეს.

მონაწილეთა შერჩევა ხორციელდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ახალგაზრდულ ორგანოზაციებთან თანამშრომლობით. ბანაკის ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ჩატარდება ტრეინინგები სხვადასხვა თემაზე, მათ შორის ნარკოდამოკიდებულების საფრთხეებზე, ქართული ჯარისა და თავდაცვის ჯარების საქმიანობაზე, გლობალიზაციისა და ცვალებადი საერთაშორისო წესრიგის გავლენაზე.

ტრეინინგებს ჩაატარებს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და ეროვნული ბანკის თანამშრომლები. ბანაკის მიზანია ახალგაზრდებისთვის აქტიურ დასვენებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა, ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ეროვნული და ევროპული ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობა.

მსგავსი სიახლეები

„პარი სენ-ჟერმენში“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი გადაწყდა

რედაქტორი

დღეს საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაცია ეწვევა

რედაქტორი

ირაკლი (დაჩი) ბერაია იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

რედაქტორი