ჩხოოროწყუს ბავშვთა დღის ცენტრის თანამშრომელი დარეჯან ქებურია სოციალურ ქსელში სტატუს აქვეყნებს და საჯაროდ მადლობას უხდის ჩხოროწყუს საკრებულოს წევრს „ქართული ოცნებიდან“ ჯუმბერ იზორიას.
პირველად მოხდა რომ მსგავსი მენტალური და ჯანმრთელობის სირთულეების მქონე მოზარდები „გაჩნდნენ“ ჩვენს კოპწია პატარა ქალაქში.
„ცოტათი მეშინოდა, როგორ მიიღეებდნენ ამ ბავშვებს მეზობლები, სკოლა გამომდინარე მათი რთული ქცევიდან. ჩვენს ორგანიზაციას ქონდა მწარე გამოცდილება, თუ როგორ ცუდად მიიღეს ეს ბაშვები სხვა რეგიონებში. ძალიან ამაყი ვარ, რომ ჩემმა სამეგრელომ აქაც მასახელა. ყოველ კვირა, ყოველ დღე ვგრძნობ დიდ მხარდაჭერას როგორც მატერიალურს, ასევე მორალურს! ბევრ ადამიანს მინდა მოვუხადო მადლობა მოულოდნელი სტუმრობებისთვის, ჩვენი და ჩვენი ბავშვების დაფასებისთვის.
სიკეთეს არ უნდა აფიშრება, მაგრამ დღეს განსაკუთრებულ მადლობას მოვუხდი საჯაროდ ბატონ ჯუმბერ იზორიას გამოჩენილი ყურადღებისთვის და მხარდაჭერისთვის!. ვიცი, რაც არა უნდა დაგვჭირდეს, თქვენ ჩვენს გვერდში იქნებით! მადლობა ყველა თანამშორმლის და ბავშვის სახელით!“ – წერს დარეჯან ქებურია
