საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, ზუგდიდელმა ნიკა კვეკვესკირმა პოლონურ ლეხ პოზნანთან კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა. ინფორმაციას lagazzetta.ge ავრცელებს.
ნიკა კვეკვესკირი პოლონურ კლუბს 2021 წლის იანვარში, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეურთდა. ქართველმა ფეხბურთელმა ლეხის შემადგენლობაში 123 მატჩი ჩაატარა, რა დროშიც გაიტანა 6 გოლი და 7 საგოლე გადაცემითაც მოამარაგა გუნდელები.
ქართველმა ფეხბურთელმა ლეხთან ერთად ქვეყნის ჩემპიონობა 2021/22 სეზონში იზეიმა. სად გააგრძელებს კვეკვესკირი კარიერას, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
