საქართველოს ბიუჯეტი 519 მილიონი ლარით გაიზარდა, შესაბამისი ინფორმაცია ქვეყნის პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
„გვქონდა მსჯელობა ამ თანხის სავარაუდო განაწილებასთან დაკავშირებით და ვფიქრობთ, რომ ეს თანხები განაწილდება შემდეგი სახით: 115 მილიონით გაიზრდება ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, 100 მილიონი დაემატება თავდაცვის სამინისტროს, 80 მილიონი დაემატება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, 33 მილიონით გაიზრდება კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი, 10 მილიონი დაემატება შინაგან საქმეთა სამინისტროს, 10 მილიონი რეგიონულ განვითარებას და ინფრასტრუქტურას, 6 მილიონით გაიზრდება საგარეო საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი, ცესკოს დაემატება 3 მილიონი ლარი, 60 მილიონი ლარით გაიზრდება სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ბიუჯეტი და 102 მილიონი დამატებით გადაეცემა მუნიციპალიტეტებს“ – განაცხადა კობახიძემ მთავრობის სხდომაზე
