STV
ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები მსოფლიო

ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტთან ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი გვქონდა – როგორც აშშ-ის მომავალი პრეზიდენტი, მსოფლიოს მშვიდობას მოვუტან და დავასრულებ ომს, რომელმაც ამდენი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

„მე და უკრაინის პრეზიდენტს დღეს ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი გვქონდა. მან [ვოლოდიმირ ზელენსკიმ] დაგმო გასულ შაბათს [ჩემი] მკვლელობის საზარელი მცდელობა. ვაფასებ პრეზიდენტ ზელენსკის ხელმისაწვდომობას, რადგან მე, როგორც აშშ-ის მომავალი პრეზიდენტი, მსოფლიოს მშვიდობას მოვუტან და დავასრულებ ომს, რომელმაც ამდენი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და გაანადგურა უამრავი უდანაშაულო ოჯახი. ორივე მხარე შეძლებს მოლაპარაკების წარმოებას შეთანხმებაზე, რომელიც დაასრულებს ძალადობას და კეთილდღეობისკენ მიმავალ გზას გახსნის“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

მსგავსი სიახლეები

ოკუპირებულ აფხაზეთში ვინც ,,რუსეთის ერთგულების ფიცი” არ დადო რუსეთის მოქალქეობა ჩამოერთმევთ

რედაქტორი

ფოთში წყალარინების სამუშაოების გამო გზების გარკვეულ მონაკვეთზე შეზღუდვები დაწესდა

რედაქტორი

ზუგდიდელი დიზაინერი სოფიო ხარჩილავა მოდის კვირეულზე 2025 წლის კოლექციას წარადგენს

რედაქტორი