STV
ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ყველა მხრიდან ჩარევას ვიცილებთ, ამიტომ ვართ ამაყები ჩვენ მიერ გაკეთებული საქმეებით – საკუთარი შვილების ინტერესებს ვწირავთ სხვისი შვილებისთვის

არჩევნებში ჩარევა შეიძლება ყველამ მოინდომოს, რუსეთმაც და სხვამაც – ყველას თავისი ინტერესი აქვს, თან ჩვენნაირ პატარა და მოწყვლად ქვეყანაში, სადაც უამრავი აგენტია, რუბლებითა და დოლარებით დაფინანსებული. ხელისუფლება ეროვნული და დამოუკიდებელი იმისთვის ხარ, ეს ჩარევები, რუსეთისგან იქნება თუ სხვა მხრიდან, თავიდან აიცილო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველა მხრიდან ჩარევას იცილებს, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში.

„აბსოლუტურად ყველა მხრიდან ჩარევას ვიცილებთ, ამიტომ ვართ ამაყები ჩვენ მიერ გაკეთებული საქმეებით. რაც არ უნდა რუსული გვეძახონ, ჩვენს თავთან ხომ ვართ მართლები?! საკუთარი შვილების ინტერესებს ვწირავთ სხვისი შვილებისათვის, ამ ზომაზე ვართ მისული“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები

ჯვარში მრავალბინიან კორპუსში ხანძარი გაჩნდა

რედაქტორი

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

რედაქტორი

მგალობლიშვილი: ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებული ვერანაირი ე.წ. არჩევნები ვერ იქნება სამართლიანი

რედაქტორი