დღეს, 29 ივლისს, მესტიაში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „სვანეთობა 2024“ გაიმართება.
ღონისძიება 2014 წლიდან მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით და დაფინანსებით, კვირიკობის მეორე დღეს ტარდება.
დაბა მესტიაში, სეტის ცენტრალურ სკვერში წარმოდგენილია მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა ტერიტორიული ერთეულის პავილიონი, სადაც გამოიფინება ადგილობრივი ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრები, ძველი სვანური საყოფაცხოვრებო ნივთები და სვანური ტრადიციული სამზარეულოს გამორჩეული და საუცხოო კერძები, რომლის დაგემოვნების საშუალება ექნება ყველას, ადგილობრივ თუ ჩამოსულ ვიზიტორებს.
პროგრამა
14:00 საათზე „სვანეთობა 2024“ საზეიმოდ გაიხსნება. მუსიკალური ღონისძიების საკონცერტო ნაწილში მაყურებლის წინაშე წარსდგებიან ადგილობრივი ანსამბლები:
14:20 სთ – მესტიის ფოლკლორული ანსამბლი „რიჰო“
14:30 სთ – ანსამბლი „ელესა“
14:55 სთ – ბეჩოს კულტურის სახლი
15:15 სთ – ეცერის გუნდი
15:30 სთ – ანსამბლი „ნენსკრა“
16:20 საათზე დასახელდება მესტიის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე, რომელსაც სპეციალური ჯილდო გადაეცემა.
ღონისძიების ფარგლებში სპეციალური ჟიურის მიერ გამოვლინდება გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციებში.
16:40 – 18:40 სთ მუსიკალური პაუზა.
18:00 – 20:00 სთ – საღამოს დასკვნით კონცერტზე, მაყურებლის წინაშე ყველასთვის საყვარელი მომღერალი და კომპოზიტორი, ნატო გელაშვილი და ძმები ჭოხონელიძეები წარსდგებიან.
