STV
ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები სამართალი

რატი ბრეგაძე ხაზარაძეზე: წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ადამიანმა, რომელსაც ქვეყნის სამსახურში დეკლარირებულად ყოფნა სურს, მოსთხოვო საკუთარ სახელმწიფოს მისი ბიუჯეტის მეოთხედი და ასეთი საფრთხის წინაშე დააყენო მოსახლეობა

ბატონი ხაზარაძე, როგორც უკვე ცნობილია, ქართული სახელმწიფოსგან 2020 წელს ითხოვდა 1,5 მილიარდი დოლარის გადახდას, რაც იმ დროისთვის იყო საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის 25% და საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის, ანუ საქართველოს ეკონომიკის 9%-ზე მეტი. თუ რა კატასტროფული ეკონომიკური და ფინანსური შედეგები მოჰყვებოდა ქვეყნისთვის მის გამარჯვებას, ვფიქრობ, ყველასთვის ცხადია, – ამის შესახებ რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებთან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ საარბიტრაჟო სასამართლოში წაგებულ დავაზე საუბრისას განაცხადა.

იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში უწყება გააგრძელებს საქართველოს სამართლებრივი უსაფრთხოების დაცვას.

„ასევე, გაუგებარი და წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ადამიანმა, რომელსაც პოლიტიკაში და ქვეყნის სამსახურში დეკლარირებულად ყოფნა სურს, სრულიად უსამართლოდ მოსთხოვო საკუთარ სახელმწიფოს მისი ბიუჯეტის მეოთხედი და ასეთი საფრთხის წინაშე დააყენო შენი მოსახლეობა.

დასკვნის სახით კი ვიტყვი შემდეგს – წარსულს ჩაბარდა ისეთი სახელმწიფო, რომელიც დაუშვებს ხალხის გაღატაკების, ეკონომიკის გაცამტვერების და ქვეყნის რეპუტაციის დაზიანების ხარჯზე ვინმეს უსამართლოდ გამდიდრებად ან უკანონო და ქართველი ხალხის სურვილთან შეუსაბამო ინტერესების მზაკვრულად განხორციელებას. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო იცავდა, იცავს და მომავალშიც წარმატებით გააგრძელებს საქართველოს სამართლებრივი უსაფრთხოების დაცვას. გილოცავთ საქართველოს მორიგ დიდ გამარჯვებას“, – განაცხადა ბრეგაძემ.

საქართველოს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება 2020 წლის 9 იანვარს მიიღო. იმავე დღეს, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებას საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრებდნენ. თუმცა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საარბიტრაჟო დავა საქართველოსთან წააგეს.

მსგავსი სიახლეები

ზუგდიდში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნა

რედაქტორი

აბაშაში კონსტანტინე გამსახურდიას დაბადებიდან 134 წელი აღნიშნეს

რედაქტორი

დღეს ევროვიზიაზე ზუგდიდელი მარიამ შენგელია იმღერებს

რედაქტორი