STV
ამბები სამეგრელოდან ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები პოლიტიკა

„ახალის“ ზუგდიდელი წევრი პარტიის ლიდერებს უპირისპირდება

პარტია “ახალის” ზუგდიდის ადგილობრივ ორგანიზაციაში შიდა დაპირისპირებაა. პარტიის ერთ-ერთი მოქმედი წევრი, ლაშა ბეჭვაია, რომელიც 2023 წლის 5 დეკემბერს გაემიჯნა “ნაციონალურ მოძრაობას”, მწვავედ გააკრიტიკა ლევან ხაბეიშვილი და მისი გარემოცვა, ღიად დაუჭირა მხარი ნიკა მელიას გუნდს, ამჯამად სოციალური ქსელში ღიად აფიქსირებს თავის მწვავე პოზიციას მისი ახალი პარტიის ლიდერების – ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას და პარტიის სხვა წევრების მიმართ.

პარტია „ახალიდან“ ჩვენი წყარო აცხადებს, რომ ადგილობრივ ორგანიზაციაში ბოლო პერიოდში, შიდა დაპირისპირებაა და ამისთვის სხვადასხვა მიზეზებს ასახელებს, მათ შორის ერთ-ერთი უკავშირდება სწორედ ახალის ისევ “ნაციონალურ მოძრაობასთან” გაერთიანების სურვილს: ხაბეიშვილის ენმ თავმჯდომარეობიდან წასვლის შემდეგ ბოკუჩავასთან თანამშრომლობას პარტიის ზოგოერთი წევრი მიზანშეწონილად თვლის და პარტია ახალის შექმნას სააკაშვილის ღალატად აღიქვამს.

თავად ლაშა ბეჭვაია მედიასთან კონტაქტზე არ გამოდის, stv-მ მასთან დაკავშირება რამდენჯერმე სცადა. ბეჭვაიას ეძებს “ახალიც”. პარტიაში აცხადებენ, რომ ბეჭვაიას მიმართ აქვთ ბევრი კითხვა, რადგან მისი პოზიცია მათთვის მოულოდნელი იყო. არ ქონიათ კომუნიკაცია და თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარტია, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც მოხერხდება ბეჭვაიასთან შეხვედრა – ამის შესახებ stv-ს თეიმურაზ ბასილაიამ განუცხადა, ბასილაია ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და პარტია „ახლის“ წევრია.

ფრაქცია “ახალს”, ზუგდიდის საკრებულოში 14 წევრით არის წარმოდგენილი. ფრაქციამ, მიმდინარე წლის 5 აპრილს, სახელი შეიცვალა და “ნაციონალური მოძრაობის” ნაცვლად “ახალით” დარეგისტრირდა, რითაც ნაციონალურმა მოძრაობამ ზუგდიდის საკრებულოში ფრაქცია დაკარგა. მომხდარი ყოფილი თანაგუნდელების ღია დაპირისპირების მიზეზი გახდა.

ამავე თემაზე:

მსგავსი სიახლეები

ჯვარში მრავალბინიან კორპუსში ხანძარი გაჩნდა

რედაქტორი

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

რედაქტორი

მგალობლიშვილი: ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებული ვერანაირი ე.წ. არჩევნები ვერ იქნება სამართლიანი

რედაქტორი