STV
ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები

შაორის ბანაკმა აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს უმასპინძლა

შაორის ბანაკმა აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს უმასპინძლა.ბანაკის ფარგლებში ახალგაზრდები ჩაერთნენ საკვანძო კომპეტენციების განვითარებისთვის მიმართულ საგანმანათლებლო, სპორტულ, შემეცნებით აქტივობებსა და შეხვედრებში.

პროექტის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ნანა გაბელია და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია შაორის ბანაკს ესტუმრნენ და ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართეს.

ე.წ. Guest speaker-ების ნაწილში, შაორის ბანაკში საქართველოს ნაკრების მორაგბეები, მერაბ შარიქაძე და აკა ტაბუცაძე იმყოფებოდნენ.

სპორტსმენებმა ბანაკის მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს, ისაუბრეს თავიანთ მიღწევებზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე, უპასუხეს ახალგაზრდების შეკითხვებს.

დევნილ ახალგაზრდებს ახალგაზრდობის სააგენტომ, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსთან თანამშრომლობით უმასპინძლა.

ინფორმაციისთვის: 2024 წელს შაორის ბანაკი რვა ნაკადად 800-მდე ახალგაზრდას უმასპინძლებს. მონაწილეთა შერჩევა ღია კონკურსის გზით ხორციელდება და ბანაკში მონაწილეობას რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები შეძლებენ.

მსგავსი სიახლეები

ჯვარში მრავალბინიან კორპუსში ხანძარი გაჩნდა

რედაქტორი

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

რედაქტორი

მგალობლიშვილი: ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებული ვერანაირი ე.წ. არჩევნები ვერ იქნება სამართლიანი

რედაქტორი