STV
ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები საზოგადოება

ზუგდიდელი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თენგიზ ცერცვაძე გარდაიცვალა

ქართველი იმუნოლოგი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოში აივ/შიდსის სამსახურის ფუძემდებელი და ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.

თენგიზ ცერცვაძე ზუგდიდელია, 1966 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა ზუგდიდის აკაკი წერეთლის სახელობის N1 საშუალო სკოლა. კლასში თავისი სიმაღლის გამო ბოლო მერხზე იჯდა და ყველა საგანი განურჩევლად იცოდა, განსაკუთრებით მათემატიკა. დაამთავრა ზუგდიდის მუსიკალური შვიდწლედი. მამა, კოლია ცერცვაძე, ზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოში ცნობილი ყელ-ყურის ექიმი გახლდათ და დედა ია კუხალაშვილი „სანეპიდ სადგურში” მუშაობდა. 

2021 წელს თენგიზ ცერცვაძე ზუგდიდის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.

მსგავსი სიახლეები

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში პაციენტებს, მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ

რედაქტორი

Google map-ზე საქართველოს 360 გრადუსიან პანორამული გამოსახულებები დაემატება

რედაქტორი

ეროვნული ბანკი: ინფორმაცია, თითქოს Visa და Mastercard-ის საქმიანობის შეზღუდვა იგეგმება, დეზინფორმაციაა

რედაქტორი