სამეგრელოს რეგიონს, ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი სტუმრობს. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ელჩი სხვადასხვა შეხვედრებს გამართავს, მათს შორის შეხვდება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს. შეხვედრების დასრულების შემდეგ, რობინ დანიგანი დადიანების ისტორიულ მუზეუმს დაათავლუერებს და მუზეუმის ეზოში მედიასთან კომენტარს გააკეთებს.
ცნობისთვის, სამეგრელოს რეგიონში ელჩის პირველი სამუშაო ვიზიტია. რამდენიმე თვის წინ, რობინ დანიგანმა საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანი შეცვალა.
რობინ დანიგანი ხვალ სვანეთს ეწვევა.
