სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, ზუგდიდის მერთან მამუკა წოწერიასთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს რობინ დანიგანს და USAID-ის პროგრამის ხელმძღვანელს კორტნი კლარკს შეხვდა.
სახელმწიფო რწმუნებულმა და ზუგდიდის მერმა ელჩს რეგიონსა და მუნიციპალიტეტში არსებული მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული, ეკონომიკური და სოციალური პროგრამები გააცნეს. ინფორმაციას სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ელჩი სხვადასხვა შეხვედრებს მართავს. შეხვედრების დასრულების შემდეგ, რობინ დანიგანი დადიანების ისტორიულ მუზეუმს დაათავლუერებს და მუზეუმის ეზოში მედიასთან კომენტარს გააკეთებს.
ცნობისთვის, სამეგრელოს რეგიონში ელჩის პირველი სამუშაო ვიზიტია. რამდენიმე თვის წინ, რობინ დანიგანმა საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანი შეცვალა.
რობინ დანიგანი ხვალ სვანეთს ეწვევა.
ამავე თემაზე: