ზუგდიდის მერიის შუამდგომლობითა და აკვაპარკ “ანაკლიას” ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, გარკვეული დღეები აკვაპარკში ვიზიტორების შესვლა ნაცვლად 35 ლარისა 25 ლარი იქნება. 4 წლამდე ბავშვებისთვის შესვლა უფასოა.
ზუგდიდის მერიის მხარდაჭერით, ფასდაკლებები პერიოდულად გაგრძელდება.
როგორც აკვაპარკის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, პირველი ინიციატივა 6 აგვისტოს დაიწყება. დამატებით ინფორმაციას კი პერიოდულად ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე განათავსებენ.