7-8 სექტემბერს ზუგდიდში გემო-ფესტი გაიმართება. გემოფესტი ბოტანიკურ ბაღში ჩატარდება. სამეგრელოს რეგიონში აღნიშნული ფესტივალი პირველად ტარდება. ღონისძიების ორგანიზატორი ტურიზმის ეროვნული სააგენტო და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია არიან.
„მეგრულ სამზარეულოში რაც იცით, ხომ იცით და რაც არ იცით, ისეთებს გასინჯავთ, მომდევნო გემო ფესტამდე რომ ილაპარაკებთ .
მეტი ადრე როდისღა გვეთქვა?! ამიტომ, სექტემბრის 7 და 8, აქედანვე უქმედ გამოუცხადეთ საკუთარ თავს.
სამეგრელოში შემოდგომის დიდი გემოთცვენა იქნება!“ – ნატქვამია გემო ფესტის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.