STV
ამბები სამეგრელოდან ამბები სვანეთიდან ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები

ივლისში სამეგრელო-ზემო სვანეთში უკანონო ტყითსარგებლობ 27 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2024 წლის 01 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 178 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 124 – ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 54 კი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 9 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

178 ფაქტიდან სამეგრელო-ზემო სვანეთში – 27 ფაქტია გამოვლენილი.

უკანონო ტყითსარგებლობის ყველაზე მეტი – 51 ფაქტი კი გამოვლენილია კახეთში. აჭარაში დაფიქსირდა 30 სამართალდარღვევა,  სამცხე-ჯავახეთში – 18, იმერეთში – 15, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში – 13, ქვემო ქართლშიც – 13, შიდა ქართლში – 9, გურიაში კი – 1.

ჯამში ამოღებულია 221 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე.

ამავე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, დალუქულია 4 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.

მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 31 ივლისის ჩათვლით, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით, უკანონო ტყითსარგებლობის 1493 ფაქტი გამოავლინეს.

მსგავსი სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი: პრობლემები თქვენს განადგურებულ ოპოზიციაში ეძებეთ. ირაკლი კობახიძე იყო პარტიის თავმჯდომარე, როდესაც მე გავხდი პრემიერ-მინისტრი. ჩვენ გვქონდა აბსოლუტურად ჰარმონიული ურთიერთობა

რედაქტორი

პრემიერი: რევაზ სოხაძე ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც იქნება ძალიან წარმატებული ხელმძღვანელი, წინ გვაქვს ძალიან დიდი ამოცანები, მნიშვნელოვანი პროექტები და ამ საქმეს სჭირდება ძლიერი ხელმძღვანელი

რედაქტორი

პრემიერ-მინისტრმა ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი რევაზ სოხაძე სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა

რედაქტორი