STV
ამბები აფხაზეთიდან ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები

აფხაზეთიდან ომის პერიოდში დაღუპული 16 პირის ნეშთი გადმოასვენეს

ოკუპირებული აფხაზეთიდან ომის პერიოდში დაღუპული 16 იდენტიფიცირებული პირის გადმოსვენება მოხდა.

16 იდენტიფიცირებული პირი, რომელთაგან 7 სამხედრო და 9 მშვიდობიანი მოქალაქეა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანამშრომლობით გადმოასვენეს.

4 მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარეობს. გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს, პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ვიცე-პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა,თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა მიუსამძიმრეს.

მსგავსი სიახლეები

ხობში „ევროპის სპორტის კვირეულის“ ფარგლებში გამარჯვებულები დააჯილდოვდნენ

რედაქტორი

მარტვილში  №2  საჯარო სკოლა გაიხსნა

რედაქტორი

ალექსანდრე წულაძე: განათლება ქვეყნის მომავალს ქმნის და მე მჯერა, რომ ჩვენი თავდადებით, შრომით, პასუხისმგებლობითა და სწორი სვლით შევძლებთ უზრუნველვყოთ საქართველოს უკეთესი მომავალი

რედაქტორი