2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ბადრი ბერანძე დღეს იუბილარია, ის სწორედ 2008 წლის 8 აგვისტოს გახდა 22 წლის, ბადრი ბერანძე დღეს 38 წლის გახდებოდა. ბერანძე აფხაზეთიდან იყო და ზუგდიდში ცხოვრობდა, მისი ოჯახი ახლაც ზუგდიდში ცხოვრობს.
ბადრი ცხინვალში თავის დაბადების დღეს შევიდა… დაიღუპა დაბომბვისას, როცა მეხუთედ შედიოდა ცხინვალში დაჭრილების გამოსაყვანად. ბადრის დარჩა მეუღლე და 3 წლის შვილი, საბა რეს უკვე 19 წლისაა. ბადრის მეუღლე ლინდა გეგეშიძე დაღუპიულ სამხედროს დაბადების დღეს შემდეგი სიტყვებით ულოცავს:
„დაბადების დღეს გილოცავ, რომ არა 2008, როგორი იქნებოდა ნეტა 2024? მე ვბერდები შენ კი მუდამ ახალგაზრდა მეყოლები
უცნაურად მტკივნეულია ეს დღე უშენოდ…
და მაინც მადლობა
მადლობა იმ ოთხი წლისთვის მთელ ცხოვრებად რომ ღირდა
მადლობა ჩვენი საოცარი შვილისთვის
მადლობა შენი სისხლის ყოველი წვეთისთვის ,რომელიც შენს ქვეყანას უანგაროდ შესწირე…
იმ ჯვარისთვისაც მადლობა მეთქმის, რისი ტარების ღირსიც გამხადე…
“ – წერს ლინდა გეგეშიძე.
