STV
ამბები სამეგრელოდან ახალი ამბები დღის ამბები მთავარი ამბები

ჩხოროწყუში აგვისტოს ომში დაღუპული კობა წურწუმია გაიხსენეს

16 წელი შესრულდა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან. აღნიშნულთან დაკავშირებით, 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი კობა წურწუმიას საფლავი ყვავილებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა.

კობა წურწუმია 2008 წლის 7 აგვისტოდან რუსეთ – საქართველოს ომის წინა ხაზზე იბრძოდა. 9 აგვისტოს, საომარი მოქმედებების დროს, ცხინვალში დაიღუპა. ის მშობლიურ სოფელში, ლეწურწუმეშია დაკრძალული.

კობა წურწუმიას ოჯახს მუნიციპალიტეტის მერიამ “ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახების დახმარების პროგრამის” ფარგლებში ფულადი დახმარება – 2500 ლარი გამოუყო.

მსგავსი სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი: პრობლემები თქვენს განადგურებულ ოპოზიციაში ეძებეთ. ირაკლი კობახიძე იყო პარტიის თავმჯდომარე, როდესაც მე გავხდი პრემიერ-მინისტრი. ჩვენ გვქონდა აბსოლუტურად ჰარმონიული ურთიერთობა

რედაქტორი

პრემიერი: რევაზ სოხაძე ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც იქნება ძალიან წარმატებული ხელმძღვანელი, წინ გვაქვს ძალიან დიდი ამოცანები, მნიშვნელოვანი პროექტები და ამ საქმეს სჭირდება ძლიერი ხელმძღვანელი

რედაქტორი

პრემიერ-მინისტრმა ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი რევაზ სოხაძე სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა

რედაქტორი